სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ფილიმონ ქორიძე _ ქართული გალობის მოამაგე.



ფილიმონ ქორიძე წერდა: ,,სხვადასხვა სამეფოში ვყოფილვარ, მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე, არც ერთ ტომს, არც ერთსამეფოს ,არც ერთ ქვეყანას არ ააქვს ისეთი მრავალი, ისეთი სრული, ისე გამტაცი,ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა როგორც ამ  ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღედაღამ   თავს ვიკლავ მეტის-მეტი შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები’’

პროექტის მთავარი იდეა: ძველი ქართული საგალობლების მოძიების, ჩაწერისა და გავრცელების ისტორიის გაცნობა. საგალობლების შესწავლა.



პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები  მოიპოვებენ და  გაეცნობიან ინფორმაციას
გურიის უდიდესი წარმომადგენლის : ფოლკლორისტის,  პირველი ქართველი  პროფესიონალი მომღერლის, ქართული სახალხო გუნდების  და ლოტბარის, ერისთვის
თავდადებული, წმინდა ფილიმონ მგალობლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მის უდიდეს ღვაწლს  ქართული გალობის გადარჩენის საქმეში.

პროექტის მიზანი: ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილი უნიკალური საგალობლების მოძიება, მოსმენა და შესწავლა. (აღდგომის წირვის სადღესასწაულო  საგალობლები. პარტიტურა 4. ტფ. 1904. ფრაგმენტები). საკითხის სიღრმისეული შემეცნება. საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა  და მუსიკალურ ნაწარმოებზე  მსჯელობის უნარის გამომუშავება. მათი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში, პრაქტილული უნარ-ჩვევების დაუფლება.

მოსწავლეთა ასაკი:14/15 წელი.

ვადების ხანგრძლივობა: ორი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ კვლევა-ძიების უნარ ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, აუდიო-დისკი, კომპიუტერი, ფილმი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა1-მოსწავლეთათვის თემის გაცნობა და კლასის დაყოფა  3 ჯგუფად.

აქტივობა 2-ჯგუფებისთვის დავალების განაწილება:

პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას წმინდა ფილიმონ მგალობლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის   შესახებ.

მეორე ჯგუფი-მოიპოვებს ფ.ქორიძის მიერ ჩაწერილ საგალობლებს.

მესამე ჯგუფი-მოიპოვებს ფოტო და აუდიო მასალას (ფილმი: გალობის რაინდები).

აქტივობა3-მოპოვებული მასალის  შესწავლა და სინთეზირება.

პროექტის შეფასება

ფასდება შემდები აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური მასალების მოძიება და გამოყენება.
მოს.ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას.
უჭირს თემისა და მიზნის გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი.
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში.
უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები.
მოსწქვლეს ააქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი ,მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოყვანით, თანმიმდევრულად აკეთებს თავისი მოსაზრებების  დემონსტრირებას,იცავს საკუთარ აზრს.
აუდიტორიასთან კავშირი, კეთილგანწყობა.
მოს.უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან კავშირს ვერ ამყარებს.
ნაწილობრივ ამყარებს კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის ხმასა და საუბარს.
მოსწავლე თვალით ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,სასწ.გეგმასთან კავშირი

მუს.10.2. განსაზღვრავს პროექტის მიზანს,მოიძიებს მასალას, ქმნის რესურსს, ანაწილებს ფუნქციებს, მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.

მუს10.3. საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

მუს10.4.მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.

მუს 10.6.პასუხობს ცნობილი მოღვაწის ბიოგრაფიასთან, შამოქმედებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

მუს10.4.5.შეარჩევს და იყენებს ისტ-ის საშუალებებს სასწავლო დისციპლინებში ინფორმაციის ანალიზის/მოძიების მიზნით.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ირმა ცეცხლაძე.

ხელმძღვანელის ელ ფოსტა: cecxladzeirma1@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: cecxladzeirma1.blogspot.com

No comments:

Post a Comment